რუხის კლინიკაში ლენჯერიდან კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული მოათავსეს
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებული
შუახნის ქალი მოათავსეს. ის ლენჯერის მცხოვრებია და უკვე დადასტურებულ
შემთხვევასთან კონტაქტს წარმოადგენს.
"ლაივპრესს" საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაიკო ჯანაშიამ უთხრა, რომ პაციენტს ჩივილები არ აქვს და ეს შემთხვევა მესტიაში, სკრინინგის დროს გამოვლინდა.
"მისი მდგომარეობა სტაბილურია. მსუბუქად მიმდინარეა. განსაკუთრებული ჩივილი ამ ეტაპზე არ აქვს", - აღნიშნა მან.
ამავე საავადმყოფოში დღეს კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი, ახალგაზრდა მამაკაცი გამოჯანმრთელდა. მისი გაწერა დღეს იგეგმება.
კლინიკაში დღეისთვის 11 პაციენტი რჩება. ყველა მათგანი მესტიას უკავშირდება.