ორსანტიაში მდინარე ენგურმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა
11:20 / 26.08.2020
ზუგდიდის სოფელ ორსანტიაში ადგილობრივებმა მდინარეში მამაკაცის
ცხედარი იპოვეს.
ორსანტიაში მერის წარმომადგენლის ელგუჯა ბოკუჩავას განცხადებით, მამაკაცი 65 წლისაა და ის გალის რაიონის სოფელ ოქუმის მკვიდრია.
"გუშინ მდინარე ენგურმა გამორიყა მამაკაცის ცხედარი. ადგილობრივებმა იპოვეს და შესაბამის სამსახურებს აცნობეს. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ის გალის რაიონიდან აქეთ გადმოსვლას ცდილობდა, რა დროსაც წყალში დაიხრჩო", - უთხრა "ლაივპრესს" ელგუჯა ბოკუჩავამ.
გალელების მდგომარეობა, რომლებსაც ისედაც მძიმე, შეზღუდული უფლებების პირობებში უწევთ ცხოვრება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა. კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების საბაბით, აფხაზეთს და დანარჩენ საქართველოს შორის დამაკავშირებელი ენგურის ხიდი უკვე ექვსი თვეა ჩაკეტილია. ეს ხიდი სოხუმის გადაწყვეტილებით, როგორც "ჰუმანიტარული დერეფანი", ოთხჯერ ცალმხრივად გაიხსნა და დაიხურა.
ჩაკეტილობის დროს როგორ უწევთ ერთის მხრივ რუს სამხედროებს დააღწიონ თავი და ენგურის გადმოცურვით მოხვდნენ სამეგრელოში, მეორეს მხრივ კი კარანტინის შიშით უკვე ქართულ პოლიციას დაემალონ.
ბოლოს 5 აგვისტოს, ისევ ცალმხრივად გახსნა სოხუმმა ე.წ. საზღვარი და 9 აგვისტოს დაკეტა.