ლიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში
მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის
მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს.
შემთხვევა ლიაში რამდენიმე საათის წინ მოხდა. მიკროავტობუსი ბავშვს დაეჯახა, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
შემთხვევა ლიაში რამდენიმე საათის წინ მოხდა. მიკროავტობუსი ბავშვს დაეჯახა, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.