რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი მოათავსეს
რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული
ორი ახალი პაციენტი, ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი მოათავსეს.
მამაკაცი ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი. რაც შეეხება ქალს, ის ადრე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია და იმყოფებოდა საკარანტინე სივრცეში. "ლაივპრესს" საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაიკო ჯანაშიამ უთხრა, რომ ჯამში რუხის საავადმყოფოში 5 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
„ხუთიდან 3 არის ადრე მოთავსებული პაციენტი. ძველი შემთხვევები, რომელიც ლენჯერს უკავშირდება“, - განაცხადა მაიკო ჯანაშიამ.
პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
30 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევაა, სულ 1 469. დღეს გამოჯანმრთელდა 25 პაციენტი, ჯამში კი 1 221.