ჯამბულ ნაჭყებია ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელეს
პოლიტიკურმა პარტიამ „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ჯამბულ ნაჭყებია
წარადგინა. კანდიდატი საზოგადოებას პარტიის ლიდერებმა გააცნეს
ზუგდიდის ოფისში.
„ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის მარიამ ჯაშის განცხადებით, მათ კანდიდატები ყველა მაჟორიტარულ ოლქში ეყოლებათ, წარდგენის პროცესი კი დღეს ზუგდიდიდან დაიწყო.
მარიამ ჯაშის სიტყვებით, ჯამბულ ნაჭყებია არის საუკეთესო კანდიდატი, რომელიც იმსახურებს ზუგდიდელების მხარდაჭერას, არის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, იცის ზუგდიდისთვის და სამეგრელოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
„კანდიდატების წარდგენა დავიწყეთ ზუგდიდიდან, რადგან სამეგრელო არის განსაკუთრებული ღირებულების მატარებელი მხარე საქართველოს ერთიანობისთვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე და ზუგდიდისა და სამეგრელოს სიძლიერე არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი სიტყვებით, პარტია ჯამბულ ნაჭყებიასთან ერთად წარადგენს კონკრეტულ წინადადაებებს, რომელიც მოსახლეობის სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე და რეგიონის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
თავის მხრივ ჟურნალიტებთან კომენტარი გააკეთა პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. ჯამბულ ნაჭყებიას განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში მზად არის ხალხის ხმა პარლამენტში გააჟღეროს:
„ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდგე „ჩვენი საქართველოს“ გუნდს, ვახმოვანებდე და ვიცავდე ზუგდიდელების ინტერესებს. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ვიყოთ ხალხის გადამწყვეტი სიტყვა საქართველოს პარლამენტში, რათა ადამიანებმა იგრძნონ შვება. ჩვენი რეგიონი ვიხილოთ ისეთად, როგორიც იხილა ილია ჭავჭავაძემ და თქვა - სამეგრელოში მოველ და საქართველო ვიხილე, დიდი საქართველო. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ზუგდიდი იყოს მიზიდულობის ცენტრი, ინტეგრაციის ცენტრი ჩვენი განდგომილი ემიგრანტი ადამიანებისთვის რათა შევქმნათ ისეთი სახელმწიფო სადაც ყველა ადამიანი ამ ქვეყნის შვილად იგრძნობს თავს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ჯამბულ ნაჭყებიამ.
ცნობისთვის, უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა, რომლებმაც მმართველი პარტიის რიგები დატოვეს და დამოუკიდებელი დეპუტატები არიან, ახალი პოლიტიკური პარტია ივნისის თვეში შექმნეს.
„ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილია. პარტიის სათავეში არიან ზვიად კვაჭანტირაძე მარიამ ჯაში, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი.