კორონავირუსი არ დაუდასტურდა ზუგდიდში გამოკვლეულ 254 პირს
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში
ახალ კორონავირუსზე 254 პირის ბიოლოგიური ნიმუში შეამოწმეს. მათ შორის
21 პაციენტი, მედპერსონალის 59 წარმომადგენელი, კარანტინში მყოფი 8
მოქალაქე, აქედან 2 ბოლო შემთვევის კონტაქტია, თვითიზოლაციაში მყოფი 5
პირი, შსს-ს 138 თანამშრომელი, 4 მძღოლი, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი
ამდენივე პირი და დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი 15. ამ
შემთხვევაში არ იგულისხმება ბოლო შემთხვევა.
ყველა შედეგი უარყოფითია.
ასევე, ბოლო შემთხვევის მოძიებული კონტაქტია 9. აქედან 4 კარანტინშია, 5 თვითიზოლაციაში. საუბარია მოქალაქეზე, რომელმაც თბილისი-ზუგდიდის მატარებლით იმგზავრა.
ახალგაზრდა ქალი, რომელსაც 29 აგვისტოს დაუდგინდა კორონავირუსი სასტუმროში 28 აგვისტოს დაბინავდა. ის თბილისის მკვიდრია. პაციენტი ამჟამად გადაყვანილია რუხის საავადმყოფოში. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.