ნატო-ს ჯარების წარმომადგენელს, რომელიც ფოთში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა
თურქეთის მოქალაქეს, ნატო-ს ჯარების წარმომადგენელს,
რომელიც 31 აგვისტოს ფოთში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაცია "ლაივპრესს" ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის
ხელმძღვანელის მოადგილე ზინაიდა გაგუამ დაუდასტურა. მისი თქმით,
შეხვედრა დღის 15:00 საათზე, ნავსადგურში შედგა.
მანვე აღნიშნა, რომ ვირუსი თურქეთის მოქალაქეს ბათუმში დაუდასტურდა. ამის შესახებ კი შეტყობინება გუშინ, 2 სექტემბერს მიიღეს.
"ამ შეხვედრას ესწრებოდა ორი ფოთელი. ისინი გავტესტეთ და დღეს ველოდებით პასუხს. ორივე თვითიზოლაციაშია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. სისტემატიურ რეჟიმში ვაკვირდებით", - აღნიშნა ზინაიდა გაგუამ.
მისივე ცნობით, შეხვედრას თურქეთის და ამერიკის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. იყვნენ სტუმრები თბილისიდანაც.