აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტის შუალედური ტესტირების პასუხი კორონავირუსზე სუსტად დადებითია
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს
ლაბორატორიაში ახალ კორონავირუსზე 243 პირის ბოლოგიური ნიმუში
გამოიკვლიეს. მათ შორის 21 პაციენტი, მედპერსონალის 42
წარმომადგენელი, კარანტინში მყოფი 2 პირი, თვითიზოლაციაში მყოფი 6
მოქალაქე, შსს-ს 135 თანამშრომელი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის
პერსონალის 29 წარმომადგენელი, ეპიდკერაში მყოფი 8 პირი.
რუხის კლინიკის ერთი პაციენტი აფხაზეთიდან, შუალედური ტესტირების შემდეგ რჩება სუსტად დადებითი, დანარჩენი 242-ის პასუხი უარყოფითია.
მამაკაცი ოკუპირებული აფხაზეთიდან რუხის კლინიკაში აგვისტოს ბოლოს მოათავსეს.
საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 8 მოქალაქე კი გამოჯანმრთელდა.