„პატრიოტთა ალიანსის“ ნაჩუქარი ხატი აფხაზებმა უკან დააბრუნეს [ვიდეო]
„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ილორის ტაძარში ჩატანილი ხატი
საოკუპაციო ხაზთან მოიტანეს და ენგურის ხიდთან დატოვეს. შესაბამისი
ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა აფხაზეთის ვეტერანთა
ორგანიზაცია „არუაას“ წარმომადგენელმა ნაირა ამალიამ.
აფხაზეთის ეკლესიამ ქართველი დეპუტატების მიერ ნაჩუქარი ხატის დაბრუნებაზე განცხადება მანამდეც გაავრცელა.
„ეს აქცია აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გარეშე ჩატარდა. მსგავსი აქციები მიუღებელია, სანამ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს აფხაზეთის მართლამადიდებელი ეკლესიას და აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ მან გიორგი ლომიასთან ერთად ჩაიტანა ღვთისმშობლის ხატი ილორის ტაძარში.
"ამ ხატზე მოწყალე ღვთისმშობელია გამოსახული, რომელსაც გვერდს უმშვენებენ წმინდა ევსტათი პლაკიდა და წმინდა ევსტათი აფსილი - აფხაზთ მფარველი, - განაცხადა ბრიფინგზე ირმა ინაშვილმა.
მისი აფხაზეთში ვიზიტი უფრო ადრე, ე.წ. პრეზიდენტის უკვე ყოფილმა მრჩეველმა ლაშა საქანიამ დაადასტურა.
მისი მტკიცებით, ქართველ პოლიტიკოსებთან არავითარი მოლაპარაკებები არ გამართულა და ეს ვიზიტი მხოლოდ "ჰუმანიტარული" დანიშნულების იყო, რომლის ორგანიზებაც მოსკოველი მეგობრების თხოვნით მოახდინა.
სწორედ ამ ვიზიტის გამო, ომის ვეტერანთა ორგანიზაციამ "არუაამ" მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა.
დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის სერგეი შამბას თქმით, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რომ ის "საქმის კურსში იყო" თავისი თანაშემწის ლაშა საქანიას ქმედებების შესახებ, თუმცა 26 აგვისტოს ლაშა საქანიამ ის თანამდებობიდან წავიდა.