ახალი ამბები
ზუგდიდში კორონავირუსზე 41 პირი გამოიკვლიეს
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 41 პირის ბიოლოგიური ნიმუში შეამოწმეს. მათ შორის გამოიკვლიეს 9 პაციენტი, მედპერსონალი 22 წარმომადგენელი, კარანტინში მყოფი 6 მოქალაქე, თვითიზოლაციაში მყოფი 4 პირი.

რუხის კლინიკის ერთი პაციენტის შუალედური ტესტირების პასუხი სუსტად დადებითია. ის განაგრძობს მკურნალობას, დანარჩენი 40-ის შედეგი კი უარყოფითია.