ახალი ამბები
ქართული თხილი არ იყო ხარისხით საუკეთესო, წელს ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოსავალი გვაქვს - მინისტრი
FaceBook Twitter
E-mail Print
ყველამ ვიცით, გულწრფელები ვიყოთ, ქართული თხილი არ იყო ხარისხით საუკეთესო მსოფლიოში. წელს გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოსავალი ისტორიაში თხილის ხარისხის მიხედვით და ხარისხი პირდაპირ აისახება შემოსავალზე, ფასზე, - განაცხადა ზუგდიდში გამართულ "თხილობის ფესტივალზე" სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მას იმედი აქვს, რომ ყოველწლიურად ხარისხთან ერთად, გაიზრდება მოსავალიც. მინისტრის განმარტებით, თხილი არის საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული კულტურა და მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს:

"თხილის კულტურის წარმოშობის კერა არის ისტორიული ლაზეთი, ეს არის შავი ზღვის პირა ტერიტორები, სადაც დაიბადა თხილი და მთელ რიგ აღმოსავლურ ენებში თხილის სახელწოდება სწორედ შავ ზღვასთან არის დაკავშირებული".

ლევან დავითაშვილის განცხადებით, თხილი არის მაგალითი, თუ როგორ გამოიყენონ ძალისხმევა სხვა კულტურების თუ დარგების განსავითარებლად. მინისტრი ამბობს, რომ მხოლოდ სახელმწიფო ვერ შეძლებს ყველა სექტორის ან ქვესექტორის ინდივიდუალურად განვითარებას. ხელისუფლებამ შეიძლება შექმნას ზოგადი პოლიტიკა, ზოგადი პირობები, მაგრამ ეს ფერმერებთან ერთობლივი ძალისხმევით უნდა გაკეთდეს.

ამავე შეხვედრაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ საპროგნოზო ციფრებით დღეს აქ დაახლოებით 50 ათასი ტონა მოსავალია, რეგიონი კი ექსპორტიდან დაახლოებით 100 მილიონი დოლარს მიიღებს.

ღონისძიება დადიანების სასახლის ეზოში ჩატარდა.

ფესტივალი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით შედგა. მისი მიზანი თხილის წარმოების პოპულარიზაცია, ფერმერების ხელშეწყობა და აღნიშნულ დარგში არსებული მიღწევების და სიახლეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა.

ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში,
21:32 / 10.04.2021
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში, "ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო
პარტიულ ყრილობაზე
14:08 / 10.04.2021
პარტიულ ყრილობაზე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
13:55 / 10.04.2021
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ
წონით
13:28 / 10.04.2021
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ წონით
ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.