შეიარაღებულმა პირებმა გალში რუსეთის მოქალაქე გაიტაცეს
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან ამავე
სოფლის მკვიდრი, რუსეთის მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენი გაიტაცეს.
„ეხო კავკაზა“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ 5
აგვისტოს, 22:00 საათზე, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა 58 წლის ბიზნესმენ
ჯემალ სოსელიას ავტომობილი გააჩერა და ენგურჰესისკენ, „საქართველოს
საზღვრის“ მიმართულებით წაყვანა აიძულა. თუმცა გზად, იმ იმედით, რომ
ვინმე დახმარებას გაუწევდა, ჯემალ სოსელიამ მოულოდნელად
ელექტროსადგურის მიმართულებით მოუხვია.
„ეხო კავკაზას“ წყაროს მტკიცებით, გამტაცებლებმა ამის გამო ბიზნესმენს სცემეს, დასისხლიანებული და სავარაუდოდ უგონო მდგომარეობაში მყოფი ტრანსპორტიდან გადმოიყვანეს, რისი თვითმხილველიც ენგურჰესის დაცვის 2 თანამშრომელი გახდა. მათ გატაცებულის დახმარება სცადეს, თუმცა შეიარაღებულებმა პირებმა სცემეს და ჩამოართვეს ტელეფონები.
ამის შემდეგ ბიზნესმენი ისევ ტრანსორტში ჩასვეს და ტყვარჩელისკენ დაიძრნენ. როგორც „ეხო კავკაზას“ წყარო ყვება, ისინი სწორედ იმ სოფლის მიმართულებით მოძრაობდნენ, საიდანაც დანარჩენ საქართველოში გადასვლაა შესაძლებელი. ამავე გამოცემის ცნობით, მოგვიანებით ბიზნესმენის ავტომობილიც აქ იპოვეს. წყარო ირწმუნება, რომ გამტაცებლები ქართულად და მეგრულად საუბრობდნენ.
რუსეთის მოქალაქის გატაცების შესახებ ცნობა თავდაპირველად გალის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა თემურ ნადარაიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. ის ასევე წერს, რომ მსგავსი ფაქტები გალის რაიონში ბოლო 5 წელია არ დაფიქსირებულა.
მომხდართან დაკავშირებით ნადარაიამ კომენტარი გააკეთა „ეხო კავკაზასთან“. გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი დარწმუნებულია, რომ დანაშაული „საქართველოდან ჩასულმა“ პირებმა ჩაიდინეს, რომლებსაც თანამზრახველები ჰყავთ გალის რაიონში.
მან ფაქტის კომენტირებისას გაიხსენა 2012-2014 წლები, როცა ოკუპირებულ რეგიონში ადამიანებს თითქმის ყოველდღიურად იტაცებდნენ. მისი მტკიცებით, ამას გალელები „ქართული ტერორისტული დაჯგუფებების“ დახმარებით ჩადიოდნენ.
„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ჯემალ სოსელიას დაბადების ადგილი არის საბერიო, თუმცა ცხოვრობს სოჭში, სადაც აქვს კერძო ბიზნესიც. ის რუსეთის მოქალაქეა. მშობლიურ სოფელში კი საკუთარ სახლს პერიოდულად სტუმრობს.