ახალი ამბები
ვიცე მერთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა - აქციის მონაწილე
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მერიაში დასრულდა სოფელ ნაცატუს მცხოვრებთა და ვიცე მერის, გიგა ფარულავას შეხვედრა. ერთ-ერთი მონაწილის, ჯულიეტა აბულაძის თქმით, კონკრეტული შედეგის გარეშე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლისგან როგორც ადრე, ახლაც იგივე პასუხი მოისმინეს, რომ გზა მოიხრეშება და ბავშვებს სკოლაში გადაადგილების პრობლემები არ შეექმნებათ, თუმცა ბეტონის გზა 2021 წლამდე არ ექნებათ.

"ეს არ არის ის გზა, რომელიც ჩვენ გამოგვადგება. ბეტონს სჭირდება მილიონიო, ამას 20 ათასიო. ამას რამდენჯერაც დაგჭირდებათ, იმდენჯერ გადაგიხდითო, ოღონდ ბეტონს ნუ მოგვთხოვთო. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვარ სკოლაში, მე ჩემს შვილებს, ჩემი სოფლის ბავშვებს არ გავუშვებ სკოლაში უბრალოდ", - აღნიშნა აქციის მონაწილემ.

მისივე თქმით, პატარა ბავშვებითაც რომ მოუწიოს მერიასთან დგომა, სანამ მიზანს არ მიაღწევს, პროტესტს გააგრძელებს.

ნაცატუელები მერთან ითხოვდნენ შეხვედრას, თუმცა მათ ვიცე მერი შეხვდა, რადგან უთხრეს, რომ გიორგი შენგელია ადგილზე არ იმყოფება. 

შეხვედრის მონაწილეებთან "ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა მივიდა. მან შეკრებილების საჭიროებები მოისმინა და განაცხადა, რომ მერი გიორგი შენგელია მაშინ არ არის სამუშაო ოთახში, როცა მოსახლეობა მასთან ითხოვს შეხვედრას კონკრეტული პრობლემებით.

უგულავას თქმით, ამ ერთი კვირის განმავლობაში ყველას შეუძლია ნახოს, თუ რას აკეთებდა მერი - დადიოდა "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად და "ხსნიდა შამპანურებს", დაყვებოდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას "აქსესუარივით", თუმცა როგორც კი ხალხი მასთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, იმ წამსვე არ არის, მივლინებაშია, ან გასულია და "მეორე, მესამე, მეოთხე ხარისხოვან ადამიანებს" ახვედრებს შეკრებილებს, რომლებიც ნაცატუს მცხოვრებლებს "ხრეშით ევაჭრებიან".

"რა თქმა უნდა, ძალიან მიუღებელია, თუ რაიმე ფორმით პოლიციელზე თავდასხმა მოხდა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფორმა არ ეცვა და ისიც, რომ როცა ადამიანი უყურებს, რომ მის ცოლს ვინმე არასწორად შეეხო, უფორმო ადამიანი, ათასი რაღაც შეიძლება იფიქროს. მთავარი დამნაშავე არის უყურადღებობა ამ უწყების შენობაში მოკალათებული ადამიანების", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, პირველი აქციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, საკრებულოს უმრავლესობამ მილიონით გაზარდა ბიუჯეტი, რისი უფლებაც არ ჰქონდათ წინასაარჩევნოდ და ეს დარღვევაა. ამ მილიონიდან კი დაახლოებით 50-70 ათასი ლარი სჭირდება სოფლის გზის რეკონსტრუქციას. იმ ხრეშის ატანას და მიყრას კი, პირველი წვიმა რომ ჩამორეცხს, გზის საფუძვლიანი შეკეთება სჯობს.

შეკრებილთა პრობლემაზე მერიაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

აქციის მონაწილეებმა მერიიდან პოლიციის სამმართველოში გადაინაცვლეს, სადაც აქციაზე დაკავებული მათივე ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მიიყვანეს. შეკრებილთა მოთხოვნა დაკავებულის გათავისუფლებაა.

მერიასთან შეკრებამდე აქციის მონაწილეები ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალურ გზაზე იყვნენ შეკრებილი და მისი გადაკეტვაც სცადეს. პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა, რამაც დაპირისპირება და აქციის ერთი მონაწილის დაკავება გამოიწვია.

შსს-ში ადასტურებენ ერთი პირის დაკავებას და იმას, რომ ის პოლიციაშია გადაყვანილი. რა სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ფაქტს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სოფელ ნაცატუს მცხოვრებლებმა საავტომობილო გზის მშენებლობის მოთხოვნით აქცია 27 აგვისტოსაც გამართეს. მათი თქმით, რამდენჯერმე მიმართეს გზის დაგების მოთხოვნით მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა ყურადღება არავის მიუქცევია და პრობლემა დღემდე მოუგვარებელი რჩება.

მაშინაც მათ ვიცე მერი გიგა ფარულავა შეხვდა. მან სამუშაოების დაწყების ვადა ვერ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ სოფელ ნაცატუში გზა აუცილებლად გაკეთდება. გიგა ფარულავას განმარტებითვე, მუნიციპალიტეტის მერია, როგორც კი მოიპოვებს დაფინანსებას, დაიწყება გზის მშენებლობის სამუშაოები.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.