სენაკელი ექიმი კოვიდინფიცირებულის ტრანსპორტირებისას დაინფიცირდა - მალხაზ თორია
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო
რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით, ამ
ეტაპზე სენაკის და ფოთის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის საკითხი არ დგას.
მათ შორის არც სკოლის გადადების.
მანვე აღნიშნა, რომ უკვე გამოკვლეულია 55 წლის კოვიდინფიცირებული ქალის, სენაკის სამედიცინო კლინიკის "არქიმედეს" და ფოთის სასწრაფოს თანამშრომლის 40 სავარაუდო კონტაქტი, პისიარ ტესტირება კი 75 პირს ჩაუტარდა.
მალხაზ თორიას ინფორმაციით, ქალი მაშინ დაინფიცირდა, როცა ინფიცირებული პაციენტი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით გადაჰყავდა.
"კარანტინში იმყოფება ოთხი ადამიანი, თვითიზოლაციაში კი 36 პირი. სენაკის და ფოთის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის საკითხი ამ მომენტისთვის არ დგას. ყველაფერს გვაჩვენებს ძირეული ეპიდემიოლოგიური კვლევა", - განმარტა მან.
საავადმყოფოს თანამშრომელს კორონავირუსი გუშინდელი გამოკვლევის შედეგად დაუდასტურდა.