აფხაზეთიდან მობრუნებულ ხატს ბაგრატის ტაძარში წაიღებენ [ვიდეო]
ენგურის ხიდზე აფხაზეთიდან დაბრუნებული ღვთისმშობლის ხატი
გადმოიტანეს.
მას "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად დახვდნენ.
"ეს ღვთისმშობელი იქნება დევნილთა შემწე. ეს ღვთისმშობელი იქნება მფარველი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი გონების გამნათებელი, წავიდეთ შერიგებისკენ, ერთი პატარა ნაბიჯი გადავდგით და ხომ ხედავთ რამდენი დარტყმა მივიღეთ და თქვენც, ჟურნალისტების დიდ ნაწილსაც როგორი შავი სიხარულით გიხაროდათ, ხატი არ მოდის? ხატი არ მოდის?.. იცით რას მინდა ყურადღება მიაქციოთ? პატარა სინათლის სვეტი გამოჩნდა და ყველამ ბრძოლა დაუწყო. სააკაშვილ-ბოკერიებს ემატება ხელისუფლების მხრიდან კობახიძის შტო, რომელმაც ასევე დიდად იღვაწა იმისთვის, რომ ეს ხატი აქეთ გადმობრძანებულიყო. ხატი დაბრძანდება ბაგრატის ტაძარში, საკურთხეველში იქნება, როგორც გადაწყვეტენ მეუფე და სამღვდელო პირები. ბაგრატის ტაძარი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა და ეს ხატი შეიტანს უზარმაზარ წვლილს ჩვენი ქვეენის გამთლიანებაში. გიხაროდენ, ილორის ღვთისმშობელი თითოეული თქვენგანის შემწე იქნება" , - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, ეს "პოლიტიკური ურჩხულები" რომ დაამარცხონ, 3 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე უნდა შეიკრიბონ.
აფხაზებმა "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ილორის ტაძარში ჩატანილი ხატი საოკუპაციო ხაზთან 5 სექტემბერს მოიტანეს და ენგურის ხიდთან დატოვეს.
აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაას" წარმომადგენლებმა მანამდე განცხადებაც გააკეთეს, სადაც ნათქვამია, რომ ხატს ე.წ. საბაჟო გამშვებ-პუნქტზე დატოვებდნენ, სანამ "ქართული მხარე" არ იზრუნებდა მის უკან დაბრუნებაზე.
"პატრიოტთა ალიანსის" წევრების აფხაზეთში ვიზიტის შესახებ ცნობა "მთავარი არხით" 20 აგვისტოს გავრცელდა, რაც 24 აგვისტოს პრესკონფერენციაზე დაადასტურა პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა. მისი სიტყვებით, ოკუპირებულ რეგიონში საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარესთან, გიორგი ლომიასთან ერთად იმყოფებოდა და საჩუქრად ჩაიტანა ღვთისმშობლის ხატი ილორის ტაძარში.
"ამ ხატზე მოწყალე ღვთისმშობელია გამოსახული, რომელსაც გვერდს უმშვენებენ წმინდა ევსტათი პლაკიდა და წმინდა ევსტათი აფსილი - აფხაზთ მფარველი, - განაცხადა ბრიფინგზე ირმა ინაშვილმა.
მისი აფხაზეთში ვიზიტი უფრო ადრე, ე.წ. პრეზიდენტის უკვე ყოფილმა მრჩეველმა ლაშა საქანიამ დაადასტურა. სწორედ ამ ვიზიტის გამო, ომის ვეტერანთა ორგანიზაციამ "არუაამ" საქანიას სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა.
დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის სერგეი შამბას თქმით, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ის "საქმის კურსში იყო" თავისი თანაშემწის ლაშა საქანიას ქმედებების შესახებ. ლაშა საქანიამ თანამდებობა 26 აგვისტოს დატოვა.