რუხის კლინიკაში 6 ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი მოათავსეს
რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში ექვსი
ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი მოათავსეს. საავადმყოფოს კლინიკური
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მაიკო ჯანაშიას თქმით, ამ ექვსიდან
4 გურიაშია დაინფიცირებული, ერთი არის სენაკიდან, ერთი კი
ქუთაისიდან.
ინფიცირებულთა შორის ორი არასრულწლოვანია.
"ამ ეტაპისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, საშუალო სიმძიმის, თუმცა ორი პაციენტის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა და მათი დამატებითი კვლევები დღეს არის დაგეგმილი", - აღნიშნა მაიკო ჯანაშიამ.
რუხის კლინიკაში 8 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ 1729 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 6 პაციენტი. ჯამში 1321 გამოჯანმრთელებული.