ახალი ამბები
კორონავირუსი არ დაუდასტურდა ზუგდიდში გამოკვლეულ 13 პირს
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 13 პირის ბიოლოგიური ნიმუში შეამოწმეს. მათგან 7 კარანტინში მყოფი მოქალაქეა, ორი თვითიზოლაციაში მყოფი პირი, ერთი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის პერსონალი, 3 კი ეპიდკერაში ნამყოფი პირი.

ყველა პასუხი უარყოფითია.