ახალი ამბები
ახალი 45 შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება - მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური სავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 45 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება.

"3 დონას კლასტერია, 18 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 4 სამედიცინო პერსონალია ავერსის კლინიკიდან. 4 შემოტანილი შემთხვევა და სატვირთო ავტომანქანის მძღოლი გახლავთ. 12 მოგზაურობის ისტორიით აჭარაში და 3 - ზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა, 45 დადასტურებული შემთხვევიდან 23 უკავშირდება აჭარას და 5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს,ლ რომელიც არის ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში.

45 ახალი შემთხვევა ეპიდემიის პერიოდში პირველად დადასტურდა. აქედან გამომდინარე შესაძლებელია რომ დავადებამ მიიღო ინტენსიური გავრცელება და ზომიერი კონტოლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, აჭარის რეგიონი წითელ ზოლშია და იქ დამატებითი ღონისიებები გატარდება, რაც რეკომენდაციების შესრულებასა და აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას და ტესტირების მეტად გაფართოებას გულისხმობს.

დღეს ქვეყანაში 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ 1729 დადასტურებული შემთხვევაა.