მარტვილში ორ მოზარდს კორონავირუსი დაუდასტურდა
მარტვილის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის
ორი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსი 15 და 19 წლის და-ძმას გამოუვლინდა.
მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, როზა
ჯანაშიას ინფორმაციით, ისინი სტუმრად მამიდასთან იმყოფებოდნენ
ბათუმში, საიდანაც 30 აგვისტოს ჩამოვიდნენ. უკვე 6 სექტემბერს კი
მამიდას, მის ქმარს და მამიდაშვილებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
სწორედ ამის შემდეგ მიმართეს მათ ჯანდაცვის ცენტრს ტესტირების
ჩატარების მიზნით.
"გოგონას ორი დღის შემდეგ ჰქონდა ერთი დღით 38,5 გრადუსი ტემპერატურა. მას მაშინ ექიმისთვის არ მიუმართავს. მეორე დღეს სიცხე აღარ ჰქონდა. ამჟამად მათი მდგომარეობა ვიზუალურად მსუბუქადაც შეიძლება შეფასდეს", - აღნიშნა როზა ჯანაშიამ "ლაივპრესთან" საუბრისას.
მისივე განცხადებით, ბავშვების მშობლებს და ბაბუას, ვისთან ერთადაც ცხოვრობენ, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. მოზარდების სხვა კონტაქტებს კი იკვლევენ. ასეთი დაახლოებით 30-ია.
კოვიდინფიცირებულები მარტვილიდან რუხის კლინიკაში დღეს დილით გადმოიყვანეს.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 1729-მდე გაიზარდა, 1321 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.