ნენსკრა ჰესის პროექტი საერთაშორისო სტანდარტებისთვის შეუსაბამოდ ცნეს - „მწვანე ალტერნატივა“
ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის
გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი ნენსკრას
ჰიდროელექტროსადგურის პროექტი საერთაშორისო სტანდარტებისთვის
შეუსაბამოდ ცნო. მიიჩნიეს, რომ პროექტი ამავე საფინანსო ინსტიტუტების
უსაფრთხოების პოლიტიკას და სტანდარტებს არღვევს.
გარემოსდაცვითი ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივის“ ცნობით, საქმე ეხება ნენსკრა ჰესის დამფინანსებელების – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მოთხოვნებს, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს პროექტი ვერ აკმაყოფილებს. კერძოდ, ნენსკრა ჰესი ბანკების სტანდარტებს არ შეესაბამება ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორებიცაა: ძირძველი მოსახლეობის უფლებები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პროექტის ალტერნატივების შესწავლა, გენდერული საკითხები, ინფორმაციის გამჭვირვალობა, ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელთა კომპეტენცია.
აღნიშნული პრობლემების შესახებ EBRD-ისა და EIB-ის გასაჩივრების ორგანოებმა გამოძიება 2018 წელს მათთან შესული საჩივრების შემდეგ დაიწყეს. მოსარჩლეები არიან ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები „მწვანე ალტენრატივა“ და CEE Bankwatch Network-ი.
„გასაჩივრების მექანიზმების დასკვნები ცალსახად აღიარებს იმ დარღვევებს და შეუსაბამობებს, რასაც ადგილი ჰქონდა პროექტის მომზადების პროცესში და, რის შესახებაც, საუბრობდნენ ადგილობრივები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმასაც, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობა, სამწუხაროდ, არ არის პროექტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელების გარანტი. ამისი ნათელი მაგალითებია შუახევისა და დარიალის ჰესები, მწარე გამოცდილებით, სადაც ასევე მონაწილეობდნენ საერთაშორისო ბანკები, თუმცა ამან პროექტების საიმედოობა ვერ უზრუნველყო. ნენსკრა ჰესის ირგვლივ ამდენი დამტკიცებული დარღვევის ფონზე, მიგვაჩნია, რომ პროექტი არ უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა დათო ჭიპაშვილმა, „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელმა.
ორგანიზაციის ცნობით, გასაჩივრების მექანიზმების დასკვნებში აღნიშნულია, რომ EBRD-ის და EIB-ის მენეჯმენტმა ნენსკრა ჰესის პროექტი ბანკების დირექტორთა საბჭოებს დასამტკიცებლად ისე წარუდგინეს, რომ ის გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.
„მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი შეუსაბამობები დადგინდა, EBRD-ის და EIB-ის გასაჩივრების მექანიზმები ბანკების მენეჯმენტისგან შეცდომების გამოსწორებას ითხოვენ და მათთვის რეკომენდაციები მოამზადეს, მათ შორის: ხელახლა გამოიკვლიონ სვანების ძირძველი მოსახლეობის სტატუსთან შესაბამისობის საკითხი, შეიმუშავონ პროექტის ალტერნატივები, სრულად შეისწავლონ ჰესისა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული და დაგეგმილი პროექტების კუმულაციური (ერთობლივი) ზემოქმედება, პროექტის სოციალური და გენდერული ზემოქმედება, აგრეთვე ზეგავლენა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე; გაიზარდოს ნენსკრას მმართველი კომპანიის გარემოსდაცვითი და სოციალური გუნდის თანამშრომელთა ცოდნა, კომპეტენცია და უნარები“, - აცხადებენ „მწვანე ალტერნატივაში“.
ნენსკრას პროექტში ოთხი საერთაშორისო ბანკი მონაწილეობს. EIB-ი ჰესისთივს 150 მილიონი ა.შ.შ დოლარის გამოყოფას აპირებს, EBRD-ი – 214 მილიონი ა.შ.შ დოლარის. პროექტში ჩართული არიან აზიის განვითარებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკებიც.
280 მეგავატის სიმძლავრის ნენსკრა ჰესი ქვეყანაში ერთ-ერთი მასშტაბური იქნება. თუ განხორციელდა, გარემოსდამცველები მიიჩნევენ, რომ ის გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მთისა და მდინარეების ეკოსისტემებს, გააუარესებს საცხოვრებელ გარემოს და ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის სვანეთს. წლებია, პროექტს აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა.