ახალი ამბები
მან ხელი გაარტყა მერაბ კოსტავას - რამდენიმე მოქალაქე ზუგდიდში ხაზარაძეს დაუპირისპირდა
FaceBook Twitter
E-mail Print
დადიანების ეზოში დღეს გამართულ „ლელოს“ საარჩევნო შეხვედრაზე დაპირისპირება მოხდა. ეროვნული მოძრაობის წევრები პოლიტიკური გაერთიანების ლიდერებთან პრეტენზიებით მივიდნენ. ერთ-ერთი მათგანის დალი ლატარიას განცხადებით, „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე წლების წინ უპირისპირდებოდა ეროვნულ მოძრაობას, რასაც ვერ პატიობენ:

„ის ხელს უშლიდა ახალდაბადებულ ეროვნულ მოძრაობას. გადავიდა კიტოვანის მხარეს და არბევდა სამეგრელოს და ეროვნული მოძრაობის ხალხს“, - უთხრა ჟურნალისტებს დალი ლატარიამ. მანვე აღნიშნა, რომ გარდა ამ ფაქტისა პრეტენზიები აქვთ მამუკა ხაზარაძესთან, როგორც თიბისი ბანკის დამფუძნებელთან.

აქციის მონაწილის განმარტებით, მან უკანონოდ მიითვისა მოქალაქეების ანაბრები. მასთან ერთად მამუკა ხაზარაძისთვის, როგორც თავად ირწმუნება კითხვის დასმის მიზნით იყო მისული მერიის ააიპ "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორი მადონა მაქაცარია.

„გვინდა მხოლოდდამხოლოდ ერთი კითხვა დავუსვათ, მეტი კი არაფერი - რა აზრის არის ეროვნულ მოძრაობაზე 80-იანი წლებიდან დღემდე, რომ შენარჩუნებულია და რა წარმოდგენა ჰქონდა მის ხელმძღვანელებზე. უფრო კონკრეტულად კი მერაბ კოსტავაზე. ის პირდაპირ უპირისპირდებოდა, ახალგაზრდა ასაკში ხელიც კი გაარტყა მას ფილარმონიის წინ მიტინგზე, შეურაცხყო და ჩვენ ამას ვერ ვპატიობთ“, - განაცხადა მადონა მაქაცარიამ.

შეკითხვაზე, არის თუ არა მერიის ააიპ-ის თანამშრომელი, თქვა რომ სამუშაო დროის დასრულების, 6:00 საათის შემდეგ არ არის "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორი.

თავად მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელოს“ „რუსმა ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა“ მიზანმიმართულად მიუგზავნა ააიპ-ის თანამშრომლები, რათა ცრუ ბრალდებებით, რაც ბოლო თვეების განმავლობაში გააძლიერეს, პროვოკაცია მოეწყოთ.

მამუკა ხაზარაძის სიტყვებით, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ძალიან ეშინია „ლელოს“ სიძლიერის:

„მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეეშვით შანტაჟს, შეეშვით ჩვენი, „ლელოს“ წევრებზე თავდასხმას და ეს უკვე რამდენიმე ადგილზე მოხდა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ზუგდიდში "ლელომ" ოფიციალურად წარადგინა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე ახვლედიანი. დადიანების სასახლის ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა მიმართეს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში გარდამტეხი მომენტია - საქართველო დგას გზაჯვარედინზე და მნიშვნელოვანია ეს კურსი იყოს ევროპული.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.