ახალი ამბები
10 - ის ინფიცირების წყარო უცნობია - მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს დადასტურებული 87 ახალი შემთხვევიდან 29 ბათუმიდანაა.

" 29 არის ბათუმის შემთხვევა, 24 ქუთაისის სკოლის, 12 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 5 შემთხვევა აჭარაში მოგზაურობის ისტორია, 4 შემოტანილი შემთხვევა და აქედან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 3 სამედიცინო პერსონალი და 10 შემთხვევაზე ეპიდკვლევა გრძელდება, კონტაქტების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, თუ შენარჩუნდება არსებული სიტუაცია, მისი მართვა შესაძლებელია:

"თუ ჩვენ შევინარჩუნებთ სიტუაციას, როგორიც გვაქვს, გავუმკლავდებით, პრობლემა არ გვექნება, საწოლფონდი არსებობს შესაბამისი, მატებასთნ ერთდ მოხდება საწოლფონდის დამატება, ჯანდაცვის სამინისტროს თავისი სამედიცინო სექტორით მზად არის სამუშაოდ."

მან აქვე მოუწოდა მოსახლეობას, რომ დაიცვან დისტანცია და ატარონ პირბადეები:

"ჩვენ სულ ვლაპარაკობთ მთავრობაზე, ჩემი აზრით აქცენტი უნდა გაკეთდეს მოსახლეობაზე, ხედავთ რომ პირველად მიკეთია პირბადე, ამდენი პერიოდის შემდეგ. თავდაცვა არის დისტანცირება, პირბადეების ტარება ხელის ჰიგიენის დაცვა და სანიტარული ნორმების მკაცრდა შესრულება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.