კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 87 აჭარაა, 28 სამეგრელო - ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის,
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 158 ახალი შემთხვევიდან 87 აჭარაა, 28
სამეგრელო, 19 იმერეთი, 6 გურია, 18 კი თბილისი.
მისივე თქმით, გაზრდილი სტატისტიკა პანიკის საფუძველს არ იძლევა.
" სწრაფად მოხდა მოძიება ინფიცირებულების კონტაქტების. ბათუმში თითქმის ლოკალიზაციისკენ მივიდვართ. სწრაფი კვლევების და დადასტურებული პაციენტების რაოდენობა იმის საშუალებას იძლევა, რომ კონტაქტების იზოლაცია მოვახდინოთ, რითიც ჩვენ მყარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაავადების გავრცელების შეწყვეტას განვახორცილებთ. ლოკალიზებულია ცაგერიც და ასეთი აქტიური ქმედებები მიდის იმერეთში და სამეგრელოშიც. აქტიური გამოვლენა ხდება კონტაქტების, რის შედეგადაც იზრდება დადასტურებული შემთვევების რიცხვი, მაგრამ ეს არის საფუძველი იმისა, რომ მივდივართ დაავადების ლოკალიზაციისკენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიტუაცია ისეთივე მართვადი გახდება და კონტროლირებადი, როგორც ჩვენ აქამდე გვქონდა", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
12 სექტემბერს, ქვეყანაში ვირუსის 158 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.