ახალი ამბები
ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 109 აჭარაშია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგაბაიას განცხადებით, დღევანდელი დადასტურებული შემთხვევებიდან 109 აჭარაშია, 17 თბილისში, 9 სამეგრელო, ზუგდიდში, 9 ქვემო ქართლში, 6 კახეთში, 4 გურია, ამდენივე იმერეთში და 1 მცხეთა-მთიანეთში.

დღეს, კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1 ადამიანი.