ახალი ამბები
სოხუმიდან გადმოყვანილ კოვიდინფიცირებულს პნევმონია აქვს - საავადმყოფო
სოხუმიდან გუშინ გადმოყვანილ პაციენტს პნევმონია აქვს, სუნთქვის უკმარისობა - უთხრეს "ლაივპრესს"ქუთაისის სამედიცინო ცენტრ "ლჯ და კომპანია-ში". აქ აფხაზეთის მცხოვრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოათავსა.

"მისი მდგომარეობა შედარებით რთულია სხვა პაციენტებთან შედარებით, თუმცა ამ ეტაპზე ხელოვნური სუნთქვის ვენტილაცია არ სჭირდება", - განმარტეს საავადმყოფოს პრესსამსახურში.

პაციენტი 69 წლისაა.

აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს დამაკავშირებელი ენგურის ხიდი პანდემიის გამო სოხუმმა 14 მარტს ჩაკეტა. თუმცა ე.წ. მესაზღვრეები ავადმყოფებს გამონაკლისის სახით საოკუპაციო ხაზის კვეთის უფლებას აძლევენ. თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პაციენტებს სასწრაფო დახმარების ბრიგადა ელოდება, რომელსაც ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავს.