ახალი ამბები
ხობის სკოლაში პატარებს კლასი ეზოში მოუწყვეს
ხობის N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს მასწავლებლებმა საზეიმოდ მორთული ღია კლასი ეზოში დაახვედრეს. როგორც სკოლის დირექტორმა ქეთინო გაბისონიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, ასეთი გადაწყვეტილება პანდემიის გამო გადადებული საზეიმო მიღების სანაცვლოდ მიიღეს, რათა ბავშვებისთვის განსაკუთრებული განწყობა შეექმნათ.

„გვინდოდა, რომ ეს დღე განსაკუთრებული და პოზიტიური ყოფილიყო მათთვის. რადგან ეს დამთრგუნველი გარემო რაც არის პანდემიის გამო, არ ასახულიყო მათ პირველ დღეზე სკოლაში. მგონია, რომ ძალიან მოეწონათ და კმაყოფილი იყვნენ“, - განაცხადა ქეთინო გაბისონიამ.

მისი თქმით, სკოლამ ახალი სასწავლო წელი ჯადაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად განაახლა.

ხობის პირველმა საჯარო სკოლამ ახალ სასწავლო წელს 35 პირველკლასელი მიიღო.