ახალი ამბები
იქნება გრიპის პიკი, მაგრამ ამას გავუმკლავდებით - თენგიზ ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შემოდგომაზე მოსალოდნელი ვირუსები გაართულებს Covid-19-ის მართვას და ზოგადად ეპიდვითარებას.

ამასთან, როგორ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, არ უნდა შეიქმნას გადაჭარბებული საფრთხის მოლოდინი.

„სხვა მეთოდებს ძირითადად გრიპისთვის ვგულისხმობ. დღეში 10-11 000 გამოკვლევა ტარდება კოვიდზე. საჭიროების შემთხვევაში, გრიპზეც ჩატარდება ამდენი გამოკვლევა, როცა დაიწყება გრიპის სეზონი. იოლად მოხდება ლაბორატორიულად გრიპის და კოვიდის დიფერენცირება. ეს მოხდება 12 საათის განმავლობაში, ასევე, დიფერენცირებულად მოხდება ამ პაციენტების ტრიაჟი კლინიკებში“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, ცერცვაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შემუშავებული რეგულაციების შესრულება მოქალაქეებს სეზონური გრიპისგანაც დაიცავს.

„თუ იქნა, მე მგონია, არ იქნება, მაგრამ იცავს პანდემიური გრიპისგანაც. მაგალითად, როგორიც იყო ბოლოს 2009-2010 წლებში ე.წ. ღორის გრიპი. რეგულაციები და პრევენციული ღონისძიებები აბსოლუტურად ერთნაირია. ექიმებმა შეიძინეს ძალიან სერიოზული გამოცდილება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კოინიკური მართვის მენეჯმენტის მხრივ პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.