ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს წევრის მამის ტენდერებში გამარჯვება ეჭვებს აჩენს - TI
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილის ზაზა პროკოპენკოს მამის ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვებში, ეჭვებს აჩენს პროცესის კანონიერებაზე. აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო".

ორგანიზაციის ინფორმაციით, ხუტა პროკოპენკომ 2019 წლის ივნისიდან დღემდე, ცხრა გამარტივებული შესყიდვიდან 41,049 ლარი მიიღო, ერთი მოგებული ტენდერიდან კი 3,240 ლარი დაერიცხა.

"გამჭვირვალობისვე" ცნობით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მასთან 22 ათასი ლარის მოცულობის ორი კონტრაქტი გაფორმდა სატრანსპორტო მომსახურებაზე.

არასამთავრობოს ეჭვს პროცესის კანონიერებაზე არ იზიარებს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე. ზაზა პროკოპენკომ "ლაივპრესს" უთხრა, რომ მამამისის მიერ შეთავაზებული თანხა ყველაზე დაბალი იყო და მისი მონაწილეობით ადგილობრივმა ბიუჯეტმა კი არ იზარალა, პირიქით, იხეირა.

ზაზა პროკოპენკო ადასტურებს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში გაფორმდა ორი ხელშეკრულება, 22 510 ლარის ოდენობით. მისი განმარტებით, მერიამ ბაზრის კვლევა ჩაატარა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მამამისის მიერ შეთავაზებული ფასი იყო ყველაზე დაბალი. საუბარი ანაკლიაში მოწყობილი საკარანტინო სივრციდან იმ მოქალაქეთა ტრანსპორტირებას შეეხებოდა, ვისაც კარანტინის ვადა ამოეწურა. ეს იმიტომ, რომ არ არსებობდა შიდასაქალაქთაშორისო და შიდა ტრანსპორტი.

" ამ 22 510 ლარით მომსახურება იყო 32 ათას კილომეტრზე. ეს ძალიან დაბალი ფასია. ამიტომ არავითარ ეჭვს არ ბადებს ეს ხელშეკრულებები. მაშინ ფაქტობრივად მუშაობაც არ უნდოდა არავის, რადგან ეშინოდათ ვირუსის. მე როგორც გავიგე, სულ რაღაც სამმა მეწარმემ გამოთქვა სურვილი. აქ ვერავითარ საეჭვო გარიგებას ვერ ვხედავ. პირიქით. მთავარია ფასი. ფასი განსაზღვრავს ეჭვებს. თუ ფასი საბაზრო ფასზე მაღალია, მაშინ ბუნებრივია იქნება ლეგიტიმური კითხვა, მაინცდამაინც საკრებულოს წევრის მამამ რატომ გაიმარჯვა. მაგრამ თუ ფასი დაბალია, აქ საეჭვო არაფერია და მე პირიქით, ვამაყობ ამ ხელშეკრულებით", - გვითხრა ზაზა პროკოპენკომ.

მისივე თქმით, მანამდე, 2019 წელს იყო კიდევ ერთი ხელშეკრულება, თბილისის მიმართულებით სამხედრო გაწვევებთან დაკავშირებული, რომლის ღირებულებაც 3 ათას ლარამდე იყო და ეს ფასიც დაბალია. ამბობს, რომ სხვა ხელშეკრულებები არ ყოფილა.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ფიქრობს, რომ არასამთავრობოს მიერ გამოთქმული ეჭვები უსაფუძვლოა.

"გამჭვირვალობა" კი მოუწოდებს ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული ეს შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა ისინი კორუფციის შესაძლო ნიშნებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.