სენაკის სამხედრო ბაზაზე კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა
სენაკის სამხედრო ბაზაზე ახალი კორონავირუსი ერთ პირს
დაუდასტურდა. ინფორმაცია "ლაივპრესს" სენაკის საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ანა ჭიჭაღუამ დაუდასტურა. მისი
თქმით, პაციენტს ტემპერატურა 14 სექტემბერს დაუფიქსირდა, რის შემდეგაც
მან მიმართა ადგილობრივ კლინიკას. დადებითი პასუხი ვირუსზე გუშინ
საღამოს მიიღეს.
პაციენტი ლანჩხუთელია. მისი კონტაქტების ნაწილი მოძიებულია, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან. კონტაქტების მოკვლევა დღესაც გრძელდება.
პაციენტი ლანჩხუთელია. მისი კონტაქტების ნაწილი მოძიებულია, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან. კონტაქტების მოკვლევა დღესაც გრძელდება.