ახალი ამბები
კოვიდინფიცირებულ სამხედროს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს - სამინისტრო
სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კოვიდ-19 ბათუმში ყოფნის შემდეგ დაუდასტურდა. ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე აჭარის რეგიონში დათხოვნის პერიოდში იმყოფებოდა, ხოლო ეპიდსაშიშ კერაში ყოფნის გამო, დადგენილი პროტოკოლით მისი გამოკვლევა სამხედრო ბაზაზე დაშვებამდე განხორციელდა.

"აღსანიშნავია, რომ მას სამხედრო ნაწილში მყოფ პირად შემადგენლობასთან კონტაქტი არ ჰქონია. შესაბამისად, ნაწილის ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა", - ნათქვამია განცხადებაში.

სენაკის სამხედრო ბაზაზე რომ ერთ პირს კორონავირუსი გამოუვლინდა, ინფორმაცია "ლაივპრესს" ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ანა ჭიჭაღუამ დაუდასტურდა. მისი ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეს ტემპერატურა 14 სექტემბერს დაუფიქსირდა, რის შემდეგაც მან კლინიკას მიმართა. ვირუსზე დადებითი პასუხი გუშინ მიიღეს.

პაციენტის კონტაქტების ნაწილი მოძიებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფება.