ახალი ამბები
ბაკურ სორდიას ქუთაისის სასამართლომ სასჯელი დაუმძიმა
FaceBook Twitter
E-mail Print
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის სოფელ შამგონას მკვიდრი ბაკურ სორდია დამნაშავედ ცნო ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში. 2020 წლის მაისში ზუგდიდის სასამართლოს მიერ ცოლის მიმართ ძალადობრივი ქმედებებისთვის გასამართლებულს სასჯელი კიდევ ერთი წლით დაუმძიმდა. მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარდაცვლილი ქალის ოჯახი და უფლებადემცველი თვლიან, რომ ამჯერად მეორე ინსტანციამ სამართლიანი განაჩენი გამოიტანა.

ბაკურ სორდია, რომელიც ცოლის მიმართ ძალადობის (126-ე მუხლი) და თვითმკვლელობამდე მიყვანის (115-ე მუხლი) ბრალდებით იყო დაკავებული, ზუგდიდის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მხოლოდ ერთი მუხლით. ბოლო სხდომაზე მისი საქმე გადაკვალიფიცირდა და დაკავებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს, ოჯახის წევრზე სისტემატიურ ძალაობას დამამძიმებელ გარემოებებში.

გადაწყვეტილება პროკურატურამ გაასაჩივრა, რასაც გარდაცვლილის ოჯახიც ითხოვდა. ოჯახის უფლებებს ორგანიზაცია "საფარის" იურისტის, ელისო რუხაძე იცავდა. ოჯახის მოთხოვნა იყო, ბაკურ სორდიას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გასამართლება, რაც დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაკა გორგოძემ დააკმაყოფილა.

"საქმეს გასაჩივრების შემდეგ სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა. პირველი ინსტანციით ძალიან ცუდი განაჩენი დადგა, ვინაიდან პირველმა ინსტანციამ პრაქტიკულად თქვა, რომ საფუძვლის გარეშე მოიკლა თავი. ამჯერად კი მოსამართლემ თქვა, რომ მოძალადის მძიმე ძალადობრივი ქმედებების შედეგად მოხდა თვითმკვლელობა. ანუ საქმე გადაკვალიფიცირდა თვითმკვლელობამდე მიყვანის (115-ე) მუხლზე და დაუმძიმდა სასჯელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ასეთი პრაქტიკა, რადგან გარდაცვლილის საქმეებზე ფაქტიურად გამამართლებელი განაჩენი იდება ხშირად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოჯახისთვისაც და ჩვენთვისაც, როგორც უფლებადამცველისთვის და ქალისთვის, რადგან სიკვდილი განაპირობა სწორედ ძალადობრივმა ქმედებებმა", - განუცხადა "ლაივპრესს" დაზარალებულის ოჯახის უფლებადამცველმა, ორგანიზაცია "საფარის" იურისტმა ელისო რუხაძემ.

35 წლის ეკა მიქავა 2019 წლის 28 დეკემბერს მეზობლის, ზუგდიდის საკრებულოს წევრის ზაზა ხუბუას ბოსელში იპოვეს ჩამომხრჩვალი. საქმეზე მეორე დღესვე მისი ქმარი ბაკურ სორდია დააკავეს.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის და 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით წარუდგინეს, რაც ოჯახში ძალადობას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გამოძიებით უკმაყოფილო იყო გარდაცვლილი ქალის ოჯახი. დედის და ძმის განცხადებით, ეს იყო მკვლელობა. მათი მტკიცებით, ქმარმა ჯერ მოკლა და შემდეგ ზაზა ხუბუას დახმარებით ქალი თოკით ჩამოკიდა, რასაც ბრალდებული და თავად ხუბუაც უარყოფდნენ.



Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.