კორონავირუსთან საბრძოლველად სოხუმში დამატებითი შტაბი შეიქმნა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ქალაქ სოხუმის
ე.წ. ადმინისტრაციის დავალებით შეიქმნა ოპერატიული შტაბი, რომელიც
მოქალაქეებს კორონავირუსის გამოკვლევების პერიოდში დაეხმარება. შტაბს
დაევალა სამედიცინო დაწესებულებაში საეჭვო სიმპტომებით მისული
მოქალაქე დააკვალიანოს და გამოჯანმრთელებამდე მასთან კომუნიკაციაში
იყოს.
ოპერატიულ ჯგუფს ე.წ. ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელი ირმა ვოუბა უხელმძღვანელებს.
18 სექტემბრის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსზე 93 მოქალაქე შეამოწმეს. გუდაუთის საავადმყოფოში 73 პაციენტია მოთავსებული. მათგან 72 კორონავირუსის დიაგნოზით. 7 მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა, 19-ის საშუალო სიმძიმის. 8 პაციენტი კლინიკიდან გაწერეს.
ჯამში აფხაზეთში კორონავირუსის 782 დადასტურებული შემთხვევაა. 226 გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.