რუხის კლინიკაში 10 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი
კორონავირუსისგან 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა. უთხრა "ლაივპრესს"
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაიკო
ჯანაშიამ.
მისი თქმით, გამოჯანმრთელებულებს მას შემდეგ გაწერენ, რაც პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას სხვა მხრივაც შეამოწმებენ.
"სწორედ ამის შემდეგ გადავწყვეტთ, რამდენი გაეწერება ამ ათიდან", - აღნიშნა მან.
დღეისთვის კლინიკაში 60 პაციენტია კორონავირუსის დიაგნოზით, გამოჯანმრთელებულების ჩათვლით.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ 3 119 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 435 პაციენტი, 19 კი გარდაიცვალა.