რუხის კლინიკაში 6 კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი
კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ისინი
საავადმყოფოს სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში დატოვებენ.
საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ნინო აკობიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ გუშინ გვიან ღამით, განმუხურის საკარანტინო სივრციდან მათთან შეიყვანეს კოვიდინფიცირებული თბილისის მცხოვრები, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა სტუმრად, იქიდან დაბრუნებული კი კარანტინში იყო. ვირუსი მას სწორედ საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდა. ის შუახნის მამაკაცია.
ნინო აკობიასვე განმარტებით, დღეს დილით აფხაზეთიდან ერთი პაციენტი მიიღეს. კიდევ ერთის მიღებას ოკუპირებული ტერიტორიიდან ელოდებიან. მისივე თქმით, მათთან უნდა მოათავსონ ასევე ერთი ზუგდიდელი, ერთი სენაკელი და ერთი ბათუმელი პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 3306-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელდა ჯამში 1481 პირი.