სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალ კორონავირუსზე
649 პირის ბიოლოგიური ნიმუში შეამოწმეს. 6 მოქალაქეს ვირუსი
დაუდასტურდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის
ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულთაგან 4 საბერიოს მცხოვრებია, ერთი
სენაკელი. ის რამდენომე დღის წინ დადასტურებული სენაკელი ქალის კონტაქტია. მეექვსე კი ბათუმელი
მამაკაცია, რომელიც ზუგდიდში იმყოფებოდა. მისი ყველა კონტაქტი
გამოვლენილია.
მათივე ცნობით, რაც შეეხება ფოთს, გუშინ, 18 სექტემბერს დადასტურებული 4 შემთხვევის შემდეგ, ღრმა ეპიდკვლევის საფუძველზე სპეციალისტებმა აიღეს 97 ნიმუში. მათ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში იკვლევენ. ეს კვლევა დღის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
ამასთან, რუხის საავადმყოფოში კორონავირუსისგან 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 3306-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელდა ჯამში 1481 პირი.