ახალი ამბები
F5-ის მესამე სეზონი ზუგდიდში - [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი გაიხსნა. ბოტანიკურ ბაღში შეკრებილმა აუდიტორიამ მოუსმინა მწერლებს და ამონარიდებს მათი შემოქმედებიდან. ორგანიზატორთა თქმით, ფესტივალის მთავარი დანიშნულება ლიტერატურულ-კულტურული ცხოვრების რეგიონებში გადმონაცვლებაა, სადაც ადგილობრივები ნაკლებად არიან განებივრებული მსგავსი აქტივობებით. ამასთან, მწერლებთან და პოეტებთან პირისპირ შეხვედრა.

ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი შონიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ მიუხედავად იმისა, კორონავირუსის პანდემია მათთვისაც იყო ხელისშემშლელი და სათუო, ჩატარდებოდა თუ არა, განსაკუთრებული ძალისხმევის და დაჟინების ხარჯზე ეს მაინც მოახერხეს რეგულაციების დაცვით.

მისივე განმარტებით, წლევანდელი ფესტივალი მაყურებლებს სიახლესაც სთავაზობს. კერძოდ, ლიტერატული და მუსიკალური ნაწილის გარდა, პირველად კინოჩვენებები გაიმართება. ამ მიზნით ორგანიზატორებმა კინოცენტრთან თანამშრომლობაც დაიწყეს.

"ვფიქრობ, რაც წლები გავა, უფრო მრავალფეროვანი გახდება პროგრამა. ამას ვგრძნობთ დამსწრეთა აქტიურობით და გვინდა, რომ რაც შეიძლება საინტერესო ორი დღე ვაჩუქოთ", - გვითხრა გიორგი შონიამ.

დღევანდელ ღონისძიებაზე რენე კალანდია და მისი პოეზიაც გაიხსენეს. ორგანიზატორმა აღნიშნა, რომ ის არამხოლოდ ზუგდიდისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შემოქმედი იყო. მომავალში კი, ფესტივალზე სხვა ადგილობრივ ავტორებსაც მოიგონებენ.

ამავე ღონისძიების ფარგლებში ტერენტი გრანელის პრემიის გაცემის ცერემონიალიც შედგება.

გამომცემლობა "ინტელექტის" მთავარი რედაქტორის, ზვიად კვარაცხელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის დროს არ გაჩერდეს ლიტერატურული პროცესი და ადგილობრივ მცხოვრებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თანამედროვე მწერლებთან თუ პოეტებთან პირისპირ შეხვედრის.

"ერთხელ რაღაცის ჩატარება ენთუზიაზმის ხარჯზე და ენერგიის ხარჯზე ხდება და როცა ეს ყველაფერი ტრადიციის და სისტემატურობის სახეს იძენს, მისი ერთგულად მიყოლა ადვილი არ არის და მიხარია, რომ ფესტივალის ორგანიზატორებმა ეს მოახერხეს", - აღნიშნა მან.

თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი ორდღიანია. ლიტერატურული ნაწილის შემდეგ, მაყურებლებს კინოჩვენება ელოდება, რაც მუსიკით დასრულდება. მუსიკალური ნაწილის მასპინძლები იქნებიან შოთა ადამაშვილი და ჯგუფი "წერილი".

ფესტივალი ზუგდიდში 2018 წლიდან ტარდება. 

ღონისძიება მწერალთა სახლის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.