ახალი ამბები
სამეგრელოსა და ოკუპირებულ გალში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელოსა და ოკუპირებულ გალში კორონავირუსი კიდევ 10 პირს დაუდასტურდა. მათგან 8 ზუგდიდში, 2 კი ბათუმში გამოიკვლიეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, 19 სექტემბერს, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 437 პირის ნიმუში შეისწავლეს, საიდანაც 8 კოვიდდადებითი აღმოჩნდა. მათგან 2 არის სენაკში ადრე დაფიქსირებული შემთხვევის კონტაქტი, 3 ფოთში, რომელიც უკავშირდება ბათუმში მოგზაურობას, 2 ინფიცირებული პირი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს მცხოვრებია და 1 არის ასევე ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრები მცირეწლოვანი, რომელიც დანარჩენ საქართველოში უკვე გადმოყვანილია სამკურნალოდ.

გარდა ამისა სამეგრელოში კორონავირუსი დაუდასტურდა აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 2 ქალს. ისინი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გამოიკვლიეს

„გვაქვს ასეთი შემთხვევა - ბათუმში სამუშაოდ მყოფ აბაშის მკვიდრ 2 ქალბატონს აღმოაჩნდა კოვიდინფექცია. ისინი იმყოფებოდნენ ბათუმში და ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში აუღეს ტესტები. ისინი არ დაელოდნენ პასუხს და ჩამოვიდნენ აბაშაში, საიდნაც როგორც კოვიდინფიცირებულები გადაიყვანეს რუხის საავადმყოფოში. მათ აბაშაში უფიქსირდებათ 8 კონტაქტი. მიმდინარეობს მათი გატესტვა“, - განაცხადა მალხაზ თორიამ.

მისივე სიტყვებით, ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაზე მიმდინარეობს აქტიური ეპიდემიოლოგიური კვლევები კონტაქტების დადგენის მიზნით.

რწმუნებულის მოვალეობის შემსრულების ცნობითვე, სამეგრელო-ზემო სვანეთის საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 144 პირი.

20 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 196 -ით გაიზარდა და ჯამში 3502 გახდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, კოვიდინფექციისგან კიდევ 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში კი 1494.

კარანტინის რეჟიმშია 5014 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.