50-მდე ბავშვისთვის ტემპერატურის მატების გამო სოხუმის სკოლაში კარანტინია
ოკუპირებული სოხუმის № 1 სკოლაში 2 კვირიანი კარანტინი გამოცხადდა.
აფხაზური გამოცემა „აფხაზია ინფორმის“ ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება
სკოლის დირექტორმა ნონა დელბამ მშობლების შეტყობინების შემდეგ მიიღო.
ისინი იუწყებოდნენ დაახლოებით 50 ბავშვისთვის ტემპერატურის
მატებაზე.
„დილიდან დამირეკა 50-ზე მეტმა ადამიანმა. მატყობინებდნენ, რომ ბავშვებს მაღალი ტემპერატურა აქვთ და რა ვქნათო“, - განაცხადა ნონა დელბამ.
მისივე ცნობით, კარანტინის და ბავშვების თვითიზოლაციაში გადაყვანის გადაწყვეტილება „განათლების მინისტრთან“ შეთანხმებით მიიღო.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 20 სექტემბრის მონაცემებით, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 225 ადამიანს, აქედან 61-ს დადებითი პასუხი აქვს.
კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 97 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. აქედან ექვსის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 939 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 255 გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.