ახალი ამბები
კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, სენაკის სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
სენაკის სკოლაში კორონავირუსი სკოლის 1 პედაგოგს და 2 მოსწავლეს დაუდასტურდა, რის შემდეგაც სკოლა სწავლების დისტაციური რეჟიმზე გადავიდა.

სენაკის საგანმანათლებლო რესურ-ცენტრის უფროსმა დარეჯან ზარანდიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ გუშინ 120 -მდე მოსწავლე და პედაგოგი გამოიკვლიეს და ყველას პასუხი იყო უარყოფითი.

"მართალია მათ არ დაუდასტურდათ, თუმცა ისინი იმყოფებიან თვითიზოლაციაში და განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდებათ 12 დღის შემდეგ", - განაცხადა დარეჯან ზარანდიამ.

მისივე თქმით, ერთ-ერთ პედაგოგს კონტაქტი ჰქონდა ბათუმში დაინფიცირებულ პირთან.

რაც შეეხება კოვიდიფიცირებულებს, მათი ჯამრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი თავს თავს კარგად გრძნობენ.