ახალი ამბები
ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სამეგრელოში
FaceBook Twitter
E-mail Print
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. ფოთში-ხობსა და სენაკში მაჟორიტარად იყრის კენჭს მურთაზ ზოდელავა, აბაშა-მარტვილი-ჩხოროწყუ-წალენჯიხაში კი როლანდ ფიფია.

ზუგდიდში პარტიამ კანდიდატად ექიმ-თერაპევტი, მალხაზ ჯალაღონია დაასახელა. კანდიდატების წარდგენა თბილისში, პარტიის ოფისში შედგა.

„როლანდმა და მისმა ჯგუფმა დიდი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის და ტურიზმის განვითარებაში. ის ზრუნავდა და მომავალშიც იმუშავებს ქართული ეკონომიკის განვითარებაზე, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის შეიქმნას სამუშაო ადგილები“, - განაცხადა როლანდ ფიფიას წარდგენისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, ის წარადგინა, როგორც კორუფციასა და კრიმინალთან მებრძოლი ადამიანი.

"ადამიანი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ორგანიზებული დანაშაულის დამარცხებაში. ისეთი უსაფრთხო გარემოს შექმნაში, როცა მშობლებს არ ეშინიათ შვილების ქუჩაში გაშვება, როცა სკოლის მოსწავლეები იარაღით და დანებით არ დადიან, როცა მანქანებს ღიას ტოვებდნენ, როცა მოსახლეობა თავს კრიმინალებისგან დაცულად გრძნობდა", - განაცხადა მურთაზ ზოდელავაზე უდუმაშვილმა.

რაც შეეხება ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, მისი წარდგენისას პარტიის ლიდერმა თქვა, რომ მალხაზ ჯალაღონია არის ადამიანი, რომელიც ზუგდიდს 36 წელია ემსახურება. თავად კანდიდატი წარდგენას არ ესწრებოდა, რადგან კარანტინში იმყოფება, რომელსაც ზაალ უდუმაშვილის თქმით, რამდენიმე დღეში დატოვებს:

"ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელს. ყველა ზუგდიდელისთვის პატივსაცემი პიროვნება, რომელიც 36 წელია ემსახურება ზუგდიდს. მიუხედავად იმისა, რომ მას არაერთი შემოთავაზება ჰქონდა შეერთებული შტატებიდან, რომ იქ გაეგრძელებინა სამედიცინო კარიერა, უარი თქვა დაეტოვებინა მშობლიური ქალაქი. იგი აქტიურად იყო ჩართული კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში და დღემდე განაგრძობს ამ ბრძოლას. ბატონი მალხაზი რამდენიმე წლის წინ "ნიუ-იორკ ტაიმსის" სამედიცინო კონკურსის გამარჯვებული გახდა, სადაც რამდენიმე ასეული ექიმი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან და მალხაზ ჯალაღონიამ ერთ-ერთმა პირველმა შეძლო დისტანციურად სწორი დიაგნოზის დასმა. ის ახლაც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის იბრძვვის და მისი პროფესიიდან გამომდინარე ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება, რომელსაც ალბათ რამდენიმე დღეში დატოვებს", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ამ დრომდე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად "ნაციონალური მოძრაობიდან" რამდენიმე პირი, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია განიხილებოდა. დიდი ალბათობით რომ სწორედ გიული ალასანიას დაასახელებდნენ, ამის შესახებ "ლაივპრესს" რამდენიმე დღის წინ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ნაყოფიამ განუცხადა.

მანამდე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა რამდენიმე პარტიამ. "ქართული ოცნებიდან" გამარჯვებისთვის ირაკლი ჩიქოვანი იბრძოლებს, "ევროპული საქართველოდან" გიგი უგულავა, "პატრიოტთა ალიანსიდან" ოთარ ჭითანავა, "თავისუფალი საქართველოდან" ზურაბ ჯინჯოლავა, "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსიდან" ჯამბულ ნაჭყებია, "ქართული მარშიდან" გიორგი გაბედავა.

პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.