სოხუმის დაცემის დღეს სამეგრელოში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით,
საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
დროშები დაუშვეს მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და რეგიონის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. დაპირისპირება კი 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
ომის შედეგად, აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან, ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით, 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
აფხაზეთში 27 სექტემბერს ქართველებისგან სოხუმის "გათავისუფლებას" აღნიშნავენ.