ახალი ამბები
რუხის კლინიკაში სამი კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა
რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში ახალი კორონავირუსისგან 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთაგან ერთი სენაკის მცხოვრებია, ორი კი აფხაზეთის.

სამეგრელოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან სამი ზუგდიდის მცხოვრებია და ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს ეკუთვნის. კორონავირუსი გამოუვლინდა ფოთში მცხოვრებსაც, რომელიც ადრე დადასტურებული პაციენტის მეუღლეა.

ვირუსი დაუდასტურდა გურიის და იმერეთის სამ მაცხოვრებელს. კორონავირუსი გამოუვლინდა ოკუპირებული საბერიოს 6 მკვიდრს.

რეგიონის მასშტაბით 72 კოვიდინფიცირების შემთხვევაა ჯამში. 69 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული. მათგან 4-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

საქართველოში 5254-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი, 1906 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 28 მოქალაქე.