საბავშვო ბაღები მუშაობას 12 ოქტომბერს განაახლებენ
აჭარის გარდა, საქართველოში 12 ოქტომბერს სასწავლო პროცესს განაახლებს
ყველა საბავშვო ბაღი.
ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის სააკოორდინაციო საბჭომ დღეს,
28 სექტემბერს მიიღო. სიახლე ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა
მიხეილ ჩხენკელმა გააცნო.
ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება ადრე გამოცხადებული განრიგით. კერძოდ, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, პირველი ოქტომბრიდან, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთხებში გააგრძელებენ სწავლას.
სასწავლო პროცესი პანდემიის გამო, 15 სექტემბრიდან დიდ ქალაქებში დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
28 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 298 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში 5552 დადასტურებული შემთხვევა. 3-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა და ჯამში გახდა 31. გამოჯანმრთელდა 148 პაციენტი. ჯამში 2054 გამოჯანმრთელებული.
28 სექტემბერს 20-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამეგრელოში. მათ შორის 14 ზუგდიდელი მოზარდია, რომლებიც რეპეტიტორისგან დაინფიცირდნენ.