სტუდენტები აუდიტორიებში 19 ოქტომბერს დაბრუნდებიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის
განცხადებით,
სტუდენტები აუდიტორიებს 19 ოქტომბერს დაუბრუნდებიან.
"აჭარის გარდა ყველგან, სტუდენები დაბრუნდებიან აუდიტორიებში. შესაბამისად, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები უკვე არა დისტანციურად, არამედ აუდიტორიებში განაახლებენ სასწავლო პროცესს", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
საქართველოში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების გამო, დიდ ქალაქებში სკოლებში პირველ ოქტომბრამდე გადაიდო და სწავლა დისტანციურად განახლდა. უმაღლეს სასწავლებლებშიც სწავლა 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში დაიწყო.
28 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 298 შემთხვევა გამოვლინდა. სულ 5552 დადასტურებული შემთხვევაა. გარდაცვლილია 31, გამოჯანმრთელებული 2054.