აფხაზი კოლეგების დასახმარებლად ბაშკირეთიდან გუდაუთაში ექიმები ჩავიდნენ
რუსეთის ბაშკირეთის ავტონომიური რესპუბლიკის ექიმები გუდაუთის
საავადმყოფოში ჩავიდნენ. მათ ადრე ჩასული რუსი კოლეგები უნდა
შეცვალონ. აფხაზური მედიის ცნობით, ისინი ადგილზე 21 დღე
დარჩებიან.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდამ დე ფაქტო რესპუბლიკაში სამედიცინო პერსონალის მწვავე უკმარისობა გამოიწვია. განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს გუდაუთის საავადმყოფო სადაც 29 სექტემბრის მონაცემებით, 120 პაციენტი მკურნალობს. აქედან 117 კოვიდინფიცირებულია. მათგან 14 მძიმეა. 27 საშუალო სიმძიმის.
დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბს აღრიცხული აქვს კოვიდინფიცირების 1 332 შემთხვევა. აქედან 400 გამოჯანმრთელდა. 9 კი გარდაიცვალა.