ახალი ამბები
"ევროპულმა საქართველომ" პარტიული სია წარადგინა
"ევროპულმა საქართველომ" დღეს საპარლამენტო გუნდის პრეზენტაცია გამართა, სადაც პირობითი პარტიული სია წარადგინა.

სიაში, წევრების რიგითობა ჯერ არ არის განსაზღვრული.

პარტიის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, "ევროპული საქართველო" პარტიულ სიას რიგითობით არ წარმოადგენს, რადგან პარტიის პრინციპია, რომ პარლამენტში შესაყვანი დეპუტატების სია ამომრჩევლის ხმების უმრავლესობამ გადაწყვიტოს.

საპარლამენტო გუნდის წევრები არიან: გიგი უგულავა, ტარიელ ნაკაიძე, გოჩა გურგუჩიანი, ლევან თარხნიშვილი, ზურაბ ჩილინგარაშვილი, არსენ კარაპეტიანი, აჰმედ იმამყულიევი, ირინე აფხაზავა, გიორგი კანდელაკი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, მაია კაციტაძე, გიორგი ღვინიაშვილი, სერგო რატიანი, ელენე ოზაშვილი, მალხაზ პატარაია, ირაკლი კიკნაველიძე, მარიამ რამინაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, ლელა ქებურია, გიგა ბოკერია, აკაკი ბობოხიძე, ნინო გოგუაძე, ზაზა კედელაშვილი, ზურაბ ბუცხრიკიძე, ირმა ნადირაშვილი, გიგი წერეთელი, სერგი კაპანაძე, ხათუნა გოგრიშვილი, ტარიელ ნაკაიძე, არმაზ ახვლედიანი, ელენე ხოშტარია, შალვა შავგულიძე, დავით ბაქრაძე.