ხობში სკოლის მიკროავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა
ხობში დადასტურებული კორონავირუსის ერთი
შემთხვევა სოფელ ქარიატაში სკოლის მიკროავტობუსის მძღოლს ეკუთვნის. ის
67 წლის მამაკაცია. უთხრა "ლაივპრესს" ადგილობრივი საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა შორენა საბახტარაშვილმა.
მისი თქმით, მძღოლს ბიოლოგიური ნიმუში გეგმიური შემოწმებისას გუშინ აუღეს, დღეს კი ვირუსი დაუდასტურდა. ამბობს, რომ ინფცირებულს 100-ზე მეტი კონტაქტი ჰყავს. უშუალო კონტაქტი კი 14-ია. ისინი 4 ოჯახის წევრები არიან, გვერდითა და წინა მეზობლები, რომლებიც დროის დიდ ნაწილს ერთად ატარებდნენ.
საიდან დაინფიცირდა, შორენა საბახტარაშვილმა წყაროს შესახებ ჯერ არაფერი იცის. თვითონ მძღოლი, როგორც ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, ამბობს, რომ არსად ყოფილა და მხოლოდ მოსწავლეები მიჰყავდა სკოლაში. შვილიშვილი გუშინ ჩამოუვიდა, თუმცა მისივე ცნობით, ვირუსის ასე მალე გადადება და გამოვლენა ნაკლებად ხდება.
"ისინი დაიტესტნენ. დაიტესტება იმ სკოლის მოსწავლის მშობლები, რომლებიც ყულევის ტერმინალში მუშაობდნენ. სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს დავტესტავთ მეხუთე და მე-12 დღეს, რადგან გადაჰყავდა მოსწავლეები, მაგრამ მძღოლი პირბადით მუშაობდა. ყველაზე საეჭვოა და აუცილებელი, ამ დადებით პასუხამდე ორი დღით ადრე ვისთანაც ჰქონდა კონტაქტი, ისინია", - გვითხრა შორენა საბახტარაშვილმა.
სკოლის 80 მოსწავლე და მასწავლებლები თვითიზოლაციაში არიან.
სკოლას მონაცვლეობით მეორე მძღოლიც ემსახურება. მისი პასუხი უარყოფითია.
დღეს ზუგდიდსა და გალში კორონავირუსის 15 შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 5 საბერიოს კლასტერია, 1 ხობის შემთხვევა, 3 სენაკში დადასტურებულის კონტაქტი, 5 კი ზუგდიდის შემთხვევა. აქედან 1 ე.წ. "ოქროს ბირჟის" კლასტერია, 4 რეპეტიტორთან მყოფი კონტაქტია. ისინი ზუგდიდის ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეები არიან.
ქვეყანაში 5866-მდე გაიზარდა ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა, 2324 კი გამოჯანმრთელდა.