ახალი ამბები
ენმ საოლქო კომისიას არჩევნების გაყალბებისთვის მზადებაში, ცესკო კი მათ ზეწოლაში ადანაშაულებს
FaceBook Twitter
E-mail Print
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში პრეტენზიებით მივიდნენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციიდან კანონდარღვევით ხდება კედლის სიებისა და საარჩევნო ინვენტარის გატანა. ენმ-ის წარმომადგენლის კობა კვარაცხელიას განცხადებით, საოლქო კომისია საარჩევნო ინვენტარს არაუფლებამოსილ პირებს გადასცემს. მისი თქმით, საარჩევნო უბნები 30 სექტემბერს იხსნება და ინვენტარის დარიგებაც ხვალიდან უნდა დაიწყოს.

ენმ-ის წარმომადგენელთა პრეტენზიებს არ დაეთანხმნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში. იყო სიტყვიერი დაპირისპირება. საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან მობილიზებული იყო პოლიცია.

„ოლქი გვიმტკიცებს, რომ ესენი არჩეული კომისიის წევრები არიან, მაგრამ კოდექსში პირდაპირ წერია, რომ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება პირველი შეკრების დღიდან. პირველი შეკრების დღე არის ხვალ. ხვალ იხსნება უბნები და შესაბამისად, ინვენტარი მიდის სახლში არაუფლებამოსილ პირებთან. განგვიმარტონ, ვინ არის ეს ხალხი, ვის აძლევენ ამ ინვენტარს, ვის აძლევენ კედლის სიას და რომელი ინსტრუქციით, კანონის დადგენილებით ხელმძღვანელობს საოლქო საარჩევნო კომისია. ამ კითხვაზე მათი მხრიდან არის სრული დუმილი",- განუცხადა ჟურნალისტებს კობა კვარაცხელიამ.

ენმ-ს წევრების თქმით, მათი პარტიის წარმომადგენლებს, უფლებამოსილ პირებს არ უშვებენ საოლქო საარჩევნო კომისიაში, რაც დამატებით კითხვებს აჩენს. კობა კვარახელია ირწმუნება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით არის დაკომპლექტებული და უკვე დაწყებულია არჩევნების გაყალბება.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა ზაზა ხვიტიამ კი განმარტა, რომ ინვენტარი უბნებში უფლებამოსილ პირს მიაქვს და კანონდარღვევას ადგილი არ აქვს.

"ნაციონალური მოძრაობა" ალბათ დაწერს საჩივარს. სიები საარჩევნო უბნებში მიდის. კომისიის წევრებს მიაქვთ ეს სია და მიღება- ჩაბარების აქტი გადაეცემა შემდგომში კომისიის თავმჯდომარეს. საარჩევნო უბნები არსებობს, იურიდიულად საარჩევნო კომისიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, საზღვრები დაზუსტებულია", - აცხადებს კომისიის წევრი ზაზა ხვიტია.

მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცესკოში განმარტავენ, რომ ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლები ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პარტიის წარმომადგენლები საღამოს განმავლობაში ბლოკავდნენ საოლქო კომისიის შესასვლელს, აჭარბებდნენ საკუთარ უფლებამოსილებას და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს არ უშვებდნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში, რითაც მიზანმიმართულად უშლიდნენ ხელს საარჩევნო პროცესს.

საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხვალ, 30 სექტემბერს ასევე იგეგმება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაზე იმ კამპანიური ხასიათის ზეწოლა, რომელიც დაიწყო ცესკოსთან 28 სექტემბერს და დღეს უკვე გაგრძელდა მთაწმინდის და მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიებთან.

„საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას იმისათვის, რომ არ დაუშვას ზეწოლა საკუთარ თანამშრომლებზე“, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დააკვირდნენ კამპანიური ხასიათის ზეწოლის ფაქტებს, რითაც ხელი ეშლება საარჩევნო ადმინისტრაციას კანონმდებლობით მინიჭებული საქმიანობების განხორციელებაში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს იმ კლინიკების სიას,
17:41 / 04.12.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს იმ კლინიკების სიას,
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ზუგდიდში
16:30 / 04.12.2020
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან
გამყრელიძის განცხადებით,
12:48 / 04.12.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით,
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,
12:43 / 04.12.2020
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,
ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ბიზნესი
კორონავირუსის პანდემიამ არაერთი ბიზნესი, მათ შორის რესტორნებიც დააზარალა.
ბებია-ბაბუა, რომლებმაც კოვიდი დაამარცხეს [ვიდეო]
კორონავირუსი დაამარცხა 86 წლის ლევან ქავთარაძემ
ფისო და ბავშვები - ონლაინ გაკვეთილი დაწყებით კლასში [ვიდეო]
ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის გამოვლენის გამო
აქტიურები ყველა არჩევნებზე [ვიდეო]
75 წლის ზურაბ ნორაკიძე და 83 წლის ზაირა ნაჭყებია აქტიური
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.