ახალი ამბები
საუბნო კომისიებში თანამდებობები წინასწარ გადანაწილდა - ენმ
FaceBook Twitter
E-mail Print
დღეს აქ იმართება სამმოქმედებიანი თეატრალური დადგმა, რომელსაც ჰქვია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების, მოადგილეების და მდივნების არჩევა, - განუცხადა ჟურნალისტებს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ენმ-ის წარმომადგენელმა კობა კვარაცხელიამ. მისი ინფორმაციით, ეს თანამდებობები უკვე წინასწარაა გადანაწილებული "ქართული ოცნების" ცენტრალურ შტაბში, ამავე პარტიასთან დაკავშირებულ პირებზე, რომელთა უმრავლესობა მმართველი პარტიის მხარდამჭერი, საჯარო მოხელეები, ან საჯარო მოხელეების ოჯახის წევრები არიან. ამასთან, განმარტა, რომ შედგენილია სათანადო სიაც.

მისივე ცნობით, საოლქო კომისიის "თითქოს და დამოუკიდებელი" წევრები წინასწარ არიან დაუწყებულები, რომ ორგანიზებულად კონკრეტულ პირებს მისცენ ხმა. კობა კვარაცხელიასვე განმარტებით, ისინი წარმოადგენენ ინფორმაციას, სადაც მითითებულია უბნების მიხედვით, თუ ვინ იქნებიან თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები. სწორედ ამ ინფორმაციის გადაცემა სურთ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის.

"მოვუწოდებთ, რომ პირველი სხდომების დამთავრების შემდეგ, როცა შემოვა უბნებიდან შემოსული პირველი სხდომების ოქმები, მოხდეს შეჯერება ჩვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და ოქმების ინფორმაციის. თუ ეს ინფორმაცია, აქ მითითებული სახელი და გვარები და თანამდებობები დაემთხვა ოქმებში მითითებულ თანამდებობებს და სახელს და გვარს, მოვითხოვთ, საოლქო საარჩევნო კომისიამ დაიწყოს მათზე კანონით მინიჭებული მოქმედებები. შეისწავლოს შესაძლო ზეწოლის ფაქტები, რომელიც სერიოზული კანონდარღვევაა და თუ მოხდება ასეთი ფაქტების დადასტურება, უნდა იმოქმედონ მყისიერად", - განაცხადა კობა კვარაცხელიამ.

მისი თქმით, არ ჭირდებათ ისეთი საუბნო საარჩევნო კომისიები და მათი თავმჯდომარეები, რომლებიც "უკვე გაყალბებულები არიან და მომზადებული სიყალბისთვის". გუშინდელმა დღემ კი, განმარტა, რომ აჩვენა - ქართული ოცნების რიტორიკა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის იდენტურია.

ენმ-მ ჯერ კიდევ გუშინ, 29 სექტემბრის საღამოს დაადანაშაულა საოლქო კომისია არჩევნების გაყალბებისთვის მზადებაში.

ისინი საოლქო საარჩევნო კომისიაში პრეტენზიებით მივიდნენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციიდან კანონდარღვევით ხდება კედლის სიებისა და საარჩევნო ინვენტარის გატანა და მათი არაუფლებამოსილი პირებისთვის გადაცემა.

ადგილზე იყო სიტყვიერი დაპირისპირება. საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან პოლიციაც მივიდა.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა ზაზა ხვიტიამ კი განმარტა, რომ ინვენტარი უბნებში უფლებამოსილ პირს მიაქვს და კანონდარღვევა არ ფიქსირდება.

ინციდენტს განცხადებით გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცესკოში განმარტავენ, რომ ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია" წარმომადგენლები ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ.
Print E-mail
Twitter
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ფერმერები ახალი შესაძლებლობების ძიებაში
პანდემიის დროს გამოცხადებული კარანტინის გამო, ფერმერები დაზარალდნენ,
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.