ახალი ამბები
კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა - მარინა ენდელაძე
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 37-ე პაციენტი ქუთაისის კლინიკა "ბომონდში გარდაიცვალა.

"ის იყო 69 წლის მამაკაცი, რომელსაც მძიმე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. აღენიშნებოდა ქრონიკული სასუნთქი სისტემის დაავადებების ფონზე მოციმციმე არითმია. პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა და გარდაიცვალა", - აღნიშნა ენდელაძემ.

მისივე თქმით, კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 28 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

დღეს კორონავირუსისგან კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 37-ს მიაღწია. 30 სექტემბრის მონაცემებით, დადასტურებულია 6192 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3120 ადამიანი.